18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
გვექნება სირცხვილის კორიდორი განსხვავებული ფორმით, არ შევაფერხებთ მანქანების მოძრაობას - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, 4 თებერვალს, დილის 10 საათიდან პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობა იგეგემება. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მანქანების მოძრაობას აღარ შეაფერხებენ.

"ხვალ, 10 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ასევე, სრული კოორდინაცია გვაქვს ახალგაზრდებთან, ძალიან ძლიერ ადამიანებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ საპროტესტო ღონისძიებისთვის.

გვექნება სირცხვილის კორიდორი, ცოტა განსხვავებული ფორმით და სახით, ვიდრე აქამდე იყო. არ დავიწყებთ მანქანების გადაადგილების წინააღმდეგობას, მაგრამ უნდა იცოდეს თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, რომ უნდა სრცხვენოდეთ მათ, იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ლაქიები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" და საკუთარი სკამების ინტერესებისთვის იბრძვიან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები