18 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
არჩევნები ყველას გვაღელვებს, გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ - ვოლსკი The Heritage Foundation-ის რეკომენდაციებზე

The Heritage Foundation-ის რეკომენდაციებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

ვოლსკის განცხადებით, სტატიაში ბევრი პოზიტიური გზავნილია, მათ შორის ის, რომ საქართველო ევრაზიის ქვეყნებში დემოკრატიის თვალსაზრისით ლიდერია.

გარდა ამისა, ვოლსკის განმარტებითვე, მმართველ გუნდს სურს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგეს.

"ოპოზიცია რას იტყვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. The Heritage Foundation-ის მკვლევარმა დააყენა საკითხი არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს. ეს ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად მიმართულია ჩვენი ოპონენტების მიერ ვითარების შესარყევად. გვინდა, რომ ამ თემაზე შეთანხმებას მივაღწიოთ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად - The Heritage Foundation 5 მთავარ პრიორიტეტზე წერს, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება.

ფონდის ანალიტიკოს ალექსის მრაჩეკის სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება.

"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ანაკლიის პორტის პროექტი. შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უბიძგოს საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ. ევრაზიის რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო მისაბაძი მაგალითია.

მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან, თუმცა 2020 წლისთვის უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა ამ მხრივ. ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში,"  - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები