უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემა 100/50 არის მაქსიმალური დათმობა, რომლის გაკეთებაც მმართველ გუნდს ოპოზიციისთვის შეუძლია. ე,წ მეამბოხე დეპუტატის თქმით, მისი და მისი თანამოაზრეების გადასარწმუნებლად არგუმენტების მოტანა გაჭირდება:
"დეპუტატთა იმ ჯგუფისათვის, რომლებიც კატეგორიული ვიყავით პროპორციულ სისტემაზე ასე ნაჩქარევად გადასვლაზე, გაჭირდება არგუმენტების მოტანა, რომ ჩვენი უკიდურესი კომპრომისი კიდევ დავძრათ ადგილიდან და გავიღოთ დათმობა.
თუკი ყველა მხარე გუნდშიც და გუნდს გარეთაც, პოლიტიკური სპექტრი, პოზიციიდან დაწყებული ოპოზიციით დამთავრებული იქნება ორიენტირებული ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს სავარძელი პარლამენტში, დაიბრუნოს თუ ჩაიგდოს ხელში სამთავრობო ბერკეტები, აი მაშინ გავალთ შედეგზე,"- განაცხადა ხუნდაძემ.