"მინდა შევქმნა პრეცედენტი, როცა პარლამენტს გუნდის წევრი მადლიერებით აღვსილი ტოვებს," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განაცხადა. დეპუტატი დღეს საკანონდებლო ორგანოს ტოვებს.
"მინდა შევქმნა ამ დარბაზში პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალიათად იქცეს მომავალში," - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
დეპუტატებმა კოპალიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას უყარეს კენჭი. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.
2020 წლის იანვარში კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს.