18 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ტიკარაძის მხრიდან ექიმებთან ურთიერთობაში ძალიან უხეში და ვულგარული ტონი დავინახეთ - ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობაში უხეში ტონით გამოირჩეოდა.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში "ბოლშევიკურ სულისკვეთებას აღვივებს."

"ჩვენ ძალიან საშიში ტენდენციები დავინახეთ მინისტრის ქმედებებში. ჩვენ დავინახეთ მისი აგდებული დამოკიდებულება დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, ძალიან უხეში და ვულგარული ტონი შერჩეული მათთან ურთიერთობაში. ჩვენ გვახსოვს მისი გამოქვეყნებული წერილი, სადაც ბოლშევკურ სულისკვეთებას აღვივებს და უნდა, პაციენტი ექიმს, ექთანი კი ექიმს დაუპირისპიროს," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.  აღსანიშნავია, რომ ეკატერინე ტიკარაძე არის პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიდა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მათთვის გაცემული შემწეობები, მედიკამენტების ფასები და საყოველთაო ჯანდაცვა - ეს ის საკითხებია, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდებიან.

დღის ამბები