18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ტიკარაძესთან კითხვა სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით მექნება, გარკვეული კითხვის ნიშნები წარმოიშვა - სოფო კილაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძესთან, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში პარლამენტში უსმენენ, კითხვები მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც აქვთ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით, მიუხედავად ბევრი წარმატებული რეფორმისა, ჯანდაცვის უწყებაში გამოწვევები კვლავ რჩება.

სოფო კილაძე ასევე აპირებს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების საკითხითაც დაინტერესდეს.

"მე პირადად მექნება კითხვა სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თემა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი რეფორმა დავიწყეთ და ამ რეფორმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. 28 ადამიანის გათავისუფლება იყო ბუნებრივია მოულოდნელი. გარკვეული კითხვის ნიშნები წარმოიშვა, თუმცა ამ კითხვის ნიშნებს დარწმუნებული ვარ მინისტრი უპასუხებს.

ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ჩვენსოციალური მუშაკების სერიოზული დეფიციტი გვაქვს, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა სამუშაოს მიღმა არ დარჩება," - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე არის პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიდა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მათთვის გაცემული შემწეობები, მედიკამენტების ფასები და საყოველთაო ჯანდაცვა - ეს ის საკითხებია, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდებიან.

დღის ამბები