18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ტრამპი გაამართლეს - იმპიჩმენტის პროცესი დასრულებულია

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაამართლეს - მისი იმპიჩმენტის პროცესი უკვე დასრულებულია. შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი ორივე მუხლით გაამართლა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ტრამპის უდანაშაულობას მხარი 52-მა სენატორმა 48-ის წინააღმდეგ მისცა, კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლის ნაწილში კი, პრეზიდენტის წინააღმდეგ 53 სენატორი 47-ის წინააღმდეგ წავიდა.

შედეგად დონალდ ტრამპი შტატების პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი გასული წლის ბოლოს დაიწყო. დემოკრატები პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები