საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. დავით ზალკალიანი ამერიკელ პოლიტიკოსებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში შეხვდა. აუდიენცია შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ რიკელთან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მონაწილეობდა მიიღო რელიგიის თავისუფლების თემაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 30 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
"ბუნებრივია სახელმწიფო მდივანთან ეს შეხვედრა გამოვიყენე იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად მესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.