პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ადგილზე ადამიანის უფლებათა ცენტი და დამოუკიდებელი ადვოკატები იმყოფებიან, რომლებიც ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო არჩევას აპროტესტებენ. ისინი საპროკურორო საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, არჩევანი ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე არ შეაჩერონ.
იმ შემთხვევაში, თუ საბჭო ირაკლი შოთაძეს მაინც აირჩევს, ადამიანის უფლებათა ცენტი და დამოუკიდებელი ადვოკატები პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებს მიმართავენ.