ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის ერთადერთ კანდიდატად დასახელებას, ოპოზიციის მხრიდან დიდად გაკვირვება არ მოჰყოლია.
საპროკურორო საბჭოს წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, შოთაძის ადგილას ფარცხალაძე იქნება, თუ სხვა ვინმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
"საპროკურორო საბჭო სინამდვილეში დამოუკიდებელი უწყება არა რის, ის ივანიშვილის მითითებებს ასრულებს. ამ მითითებებს შეასრულებს საპარლამენტო უმრავლესობაც. შოთაძის ადგილას ფარცხალაძე ან ბადაშვილი, რომ იყოს ამით არსებითად არაფერი არ იცვლება. ივანიშვილის ინსტრუქციებს კონკრეტულად რომელი სახელი და გვარი შეასრულებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შოთაძის მობრუნება პირველ რიგში საზოგადოების შეურაცხყოფაა," - განაცხადა საპროკურორო საბჭოს წევრმა, ოთარ კახიძემ.