18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
იყო ძალიან მკაფიო უზუსტობები წერილებში, პარლამენტის სპიკერმა მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია - ელჩი თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდათ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ბაქრაძე აცხადებს აშშ-დან გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებში მკაფიო უზუსტობები იყო:

"იყო ძალიან მკაფიო უზუსტობები, რომელიც ჩვენ ვნახეთ წერილებში, რა საკვირველია,  ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერმა მიაწოდა სრული, ობიექტური ინფორმაცია პარტნიორებს... მაგალითად ის, რომ ეკონომიკური დაღმასვლა იყო ნახსენები, ზოგიერთ წერილში იყო საუბარი ინვესტიციების კლებაზე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები