ახალგორი ისევ ჩაკეტილია, ოკუპირებული რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.
"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იქნას.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე,"- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი ისევ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, მხოლოდ პენსიონერებს მისცემენ გადაადგილების საშუალებას,ისიც 2 თვეში ერთხელ.