ანაკლიაში მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი პორტის მიმდებარედ შეიკრიბნენ და კონსორციუმისთვის ხელშეკრულების გაწყვეტა გააპროტესტეს. მოძრაობის ზუგდიდელი წევრები ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. მათ სიმბოლურად წყალში ქაღალდის გემები გაუშვეს.
"ვხედავთ, როგორ გაჰყავთ ტექნიკა ანაკლიის პორტიდან. ისინი აპირებენ ამის შეჩერებას და უკვე შეაჩერეს. აქ უნდა ყოფილიყო 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, მთლიან სამეგრელოს უნდა ჰქონოდა სამსახური, ჩვენ არ უნდა ვზრუნავდეთ იმაზე რომ მივდიოდეთ საზღვარგარეთ სამუშაოდ , არამედ აქ უნდა ვყოფილიყავით დასაქმებული. ეს ქართული ოცნება კი არა რუსული ოცნებაა, რომელსაც შეცვალე გმობს,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტმა ელდარ კეზუამ.