ნიკა რურუას სახელობის ფონდის "გჯეროდეს საქართველოს" წევრები სოფელ ხურვალეთში არ შეუშვეს. ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახში სტუმრად საქველმოქმედო მიზნით მიდიოდნენ.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დირექტორის მოადგილის, კობა ცერცვაძის განმარტებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოჯახის წევრები სოფლიდან საგუშაგოზე მივლენ და ფონდის საჩუქრებს თავად წაიღებენ სახლში.