შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "შეცვალეს" აქცია მიმდინარეობს. მოძრაობის აქტივისტები "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახს კონტრაბანდული თამბაქოს გაყიდვაში ადანაშაულებენ, ხოლო სამართალდამცველებს მოუწოდებენ საქმის ლობირებისგან თავი შეიკავონ და აღმოფხვრან პრობლემა.
"ბიძინა ივანიშვილის კლანურ-კრიმინალური მმართველობის შედეგია ის, რომ საქართველოში, არამარტო სამეგრელოში, არამედ იმერეთის რეგიონშიც კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახისგან იყიდება უკვე კონტრაბანდული თამბაქო და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად ნახა. სწორედ ამის გასაპროტესტებლად ვართ აქ.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ ლობირებს კონტრაბანდულ თამბაქოს და იღონოს ყველა ხერხი და ძალა იმისთვის, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა. ჩვენ ვნახეთ სიუჟეტი, სადაც იზორიას ოჯახის წევრები ყიდდნენ კონტრაბანდულ თამბაქოსა და საწვავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბიზნესს ლობირებს ბიძინა ივანიშვილი, გახარია და მათი დავალებით ყველა ძალაუფლების მქონე პირი შოულობს ფულს," - განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.