მიხეილ სააკაშვილი პირადი შტაბის შექმნას აანონსებს და პოლიტიკურ სპექტრს თანამშრომლობას სთავაზობს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, აღნიშნული შტაბი ახალი სახეების მოსაზიდად და მათ გასააქტიურებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"ეს უკავშირდება იმას, რომ რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ბრძოლაში, უფრო მარტივად მივალთ საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ვხედავთ, როგორ გააქტიურდა ახალგაზრდული მოძრაობები: "გაბედე", "შეცვალე", "სირცხვილია" და ა.შ. ისინი ფაქტობრივად ყოველ დღე აქტიურობენ და ამ ბრძოლაში არიან ჩართულები.
ახალი სახეების მოსაზიდად და მათ გასააქტიურებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შტაბი, რომლის შექმნაც მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.