ოპოზიციური სპექტრის ნაწილისთვის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა სიახლე აღმოჩნდა. მათი თქმით, სააკაშვილის ინიციატივაზე ლიდერებთან კონსულტაციები არ გამართულა.
პარტიების ნაწილი სააკაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ფორმატი უკვე არსებობს.
"ოპოზიციის ერთიანობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა. ხელისუფლებასთან დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამიტომ, რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების დრო ნამდვილად არ არის. ბატონი შალვას წყალობით, "ლეიბორისტულ" ოფისში ჩვენ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ, ყველა ოპოზიცური პარტიისათვის ეს ადგილი მისაღებია. ვფიქრობ, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იქ, სადაც აქამდე იყო," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.