11 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
"სამხედრო ოპერაციით ანკარამ ლაჩრებს პასუხი გასცა" - თურქეთის სამხედრო ძალების ოპერაცია იდლიბში

თურქეთმა სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ იდლიბში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია განახორციელა.

თურქეთის სამხედრო ძალებმა 100-ზე მეტი სამიზნე გაანეიტრალეს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციით ანკარამ ლაჩრებს პასუხი გასცა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ხელისუფლების ძალები იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დასამყარებლად ინტენსიურ ავიაიერიშებს ახორციელებენ, რასაც თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ.

დეკემბრის შემდეგ სირიაში საომარი მოქმედებების გამო ნახევარ მილიონზე მეტი ადგილობრივი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

დღის ამბები