ანაკლიის კონსორციუმი მზად არის საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს. კონსორციუმში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა მათთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები არბიტრაჟის თავიდან ასაცილებლად.
ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროცესს კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ.
"პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს არა ერთი იურიდიული გაცვლა-მიმოცვლა წერილობითი მთავრობასთან. სამწუხაროდ ჯერჯერობით შეხვედრა არ დანიშნულა. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა წამოგყვება ამ შეხვედრაზე. აქედან გამომდინარე, თუ უშედეგოდ დასრულდა ეს პროცესები მაშინ აუცილებლად მივმართავთ 2 თვის თავზე, ალბათ მარტის მეორე ნახევარში უკვე საარბიტრაჟო დავას მოთხოვნით, რომ დაიწყოს არბიტრაჟი," - აცხადებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.