18 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ბუტა რობაქიძის დედა ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ სოლიდარობას მიუღებლად მიიჩნევს

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებულ პროტესტს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა. ია მეტრეველი ამბობს, რომ  ხელისუფლების ყოფილი წევრების მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია.

"სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ეს კარგად არის ცნობილი მთელი საქართველოსთვის, რომ რამდენი ოჯახი გააუბედურა და გაანადგურა სწორედ იმ მთავრობამ, რომლის წარმომადგენლებიც  დღეს კიდევ რამდენს ბედავენ და რა დღეში არიან. არ დავივიწყოთ, ვინ არიან ესენი, არ შეიძლება ასე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოჰყავდეთ," - განაცხადა ია მეტრეველმა.

მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს, "როგორ გაამწარა ხალხი სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა". მისი თქმით, ეს წლები ისტორიაში  საქართველოსთვის ჯოჯოხეთის წლებად შევა.

"ძალიან ბევრნი ვართ, ვინც გაგვამწარა იმ მთავრობამ და სააკაშვილის რეჟიმმა. ასე რომ, ყველას გვახსოვს ყველაფერი. ჩვენ ჯერ არ წავსულვართ ამ ქვეყნიდან და მოვა დრო, ალბათ, ისეთი, რომ დაისვენებს ჩვენი თაობაც და მშობლებიც. დავიწყება არ შეიძლება იმისი, რაც იყო. ეს ისტორიაში შევა, როგორც ჯოჯოხეთის წლები საქართველოსთვის," - აცხადებს გულიკო გამცემლიძე.

დღის ამბები