18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მერიამ "სითი პარკს" 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს - კომპანია დავა შეწყვიტა

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სითი პარკმა" უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, "სითი პარკს" ოთხი მილიონ სამასი ათასი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

"კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან "სითი პარკს" 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები