18 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"კალაძე პროფესიონალ ცრუპენტელად ჩამოყალიბდა" - ოპოზიცია თბილისის მერს "სითი პარკის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს

ოპტიმალური შეთანხმების მიხედვით, თბილისის მერიამ "სითი პარკს" 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. აღნიშნულმა ფაქტმა, ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერიისა და კონკრეტულად, კახა კალაძის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. 

"კახი კალაძე პროფესიონალ ცრუპენტელად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ის აკეთებდა განცხადებას იმაზე, რომ ბიუჯეტს ამ კონტრაქტის გაწყვეტა არცერთი თეთრი არ დაუჯდებოდა და ამ დაპირებებს წინასაარჩევნოდ იძლეოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი იყო "სითი პარკისთვის" გადახდილი," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა. 

ოპოზიციის მეორე ნაწილის განცხადებით, კახა კალაძემ თანხა არამიზნობრივად დახარჯა და ის ძირითადად, ბიუროკრატიულ ხარჯებსა და პრემიებს მოახმარა. 

"მას შემდეგ, რაც პარკირების სამსახური მერიის სამსახურის ქვეშ არის, ორი წლის განმავლობაში, 60 მილიონ ლარამდე შევიდა მათთან. იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა მოხმარებოდა ახალი სადგომების მოწყობას, აშენებას ან დახაზვას მაინც, ეს მოხმარდა პრემიებს, ბიუროკრატიულ ხარჯებს და ხელფასებს," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 

დღის ამბები