თბილისის მერია ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას, რომელიც ავტოდრომის აშენებას მოხმარდება.
"შენი იდეა ქალაქის მერს" - საწვრთნელი-გასართობი კომპლექსი 9 ჰექტარზე მოეწყობა. გადამზადდებიან პედაგოგ-ინსტრუქტორები. კომპლექსი ასევე გათვლილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. გადაწყვეტილებაზე საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
"თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, ეს მოხმარდება იმას, რომ თიოთოეული თბილისელი ბევრად უფრო უკეთ ცხოვრობდეს. ჩვენს ნაწილში, კომისიამ ყველა ის სპორტული პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება. ერთ-ერთი ამის კარგი მაგალითია, თბილისში, სამგორის რაიონში ავტოდრომის მოწყობა. ამას კომისიამ მხარი დაუჭირა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.