საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს-ფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო. განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის ერთი თვის განმავლობაში, შვიდ მარტამდე დარჩებიან.
ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის რეგიონებში დანერგვას აგრძელებს. ამჯერად, შს სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრეს ფილიალები, ქალაქ მარნეულსა და ბორჯომში განთავსდება, რომელიც ე.წ მე-12 ოთახებს ჩაანაცვლებს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.