18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები მიიტაცა" - მაიკლ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა

"ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები," – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაიკლ პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლურ ფასეულობებსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს. 

"დასავლეთი იმარჯვებს. ჩვენ კოლექტიურად ვიმარჯვებთ იმით, რასაც დასავლეთი აკეთებს, დასავლური დემოკრატია იმარჯვებს. არ ვგულისხმობ ერებს მხოლოდ გეოგრაფიული პრინციპით, ეს ეხება ნებისმიერ ერს, რომელიც დასავლურ იდეას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ პატივს სცემს. ჩვენთვის წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშეა. მინდა ვისაუბრო იმ ერებზე, ვინც სხვის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან. ეს ერები სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს უგულებელყოფენ. რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მიიტაცა აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი,"- განაცხადა მაიკლ პომპეომ.

დღის ამბები