ოკუპირებულ ორჭოსანთან მანათობელი სასიგნალო მაშხალის გასროლის ფაქტზე, ოპოზიცია პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
"სუს-სა და ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ დაუცველები ვართ, გვიტაცებენ, აფეთქებენ, არის მცოცავი ოკუპაცია და ჩვენ ამას არაფერს არ ვუპირისპირებთ. მითხრან 3 ნაბიჯი, რა გადადგეს წინა აგრესიული ქმედების შემდეგ, როცა მათ საოკუპაციო ზოლი ჩაკეტილი ჰქონდათ. მითხრან რა ქნეს ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შემდეგ," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
"ევროპული საქართველო" წევრი ირაკლი კიკნაველიძე კი აცხადებს, რომ ამ დროს ორივე მხარემ უნდა შეკაოს თავისი პროვოკაციული განცხადებების გავრცელებისაგან.
"საოკუპაციო ხაზთან ახლოს ჩვენ ვხედავთ ისეთ აბებს, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაავრცელოს უფრო მეტი და დამაჯერებელი ინფორმაცია. ამ მიმართულებით ნდობა სამწუხაროდ ძალიან დაბალია. უნდა ვიყოთ ფრთხილად და არანაირი დამატებითი პროვოკაციული განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.