საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის 56-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
დავით ზალკალიანის თქმით, დისკუსიისას ერთხმად აღინიშნა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოება შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ორ ძირითად ასპექტზე: ერთია სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობა, მეორე შავი ზღვის ეკონომიკური კომპონენტი. აღინიშნა, რომ აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას, რადგანაც ერთხმად იყო აღიარებული, რომ ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ არის უზრუნველყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოება,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.