ყოფილი გენერალური პროკურორის და მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში 14 საათზეა დაგეგმილი, რომელიც, სავარაუდოდ, აქციის ფონზე ჩაივლის.
ხმაური იყო პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტებმა ბოტასები ჩამოკიდეს, ისნი ამბობენ რომ პროკურატურის სიმბოლო სწორედ ბოტასებია და შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევა დაუშვებელია.
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა დაცვამ ამისი საშუალება არ მისცა.
"აბსოლუტურად უკანონოდ გვითხრეს უარი პარლამენტში შესვლაზე. ბაინდერით მოვიტანეთ ის საქმეები, რომელიც შოთაძის პროკურორად ყოფნის პერიოდში მის მიერ იქნა გაყალბებული - ეს არის მუხთარლის საქმე, ხორავას საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, დეკანოზ მამალაძის საქმე," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.