ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. მმართველი პარტიისთვის ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან.
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები არიან გაღიზიანებული იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და ის პირები, ვინც იმსახურებდნენ პასუხისგებაში მიცემას სისტემური დანაშაულებისთვის, გახსნა ეს საქმეები და წაუყენა მათ ბრალი და შემდგომ მიეცნენ პასუხისგებაში. ამის გამო ისინი მიდიან ყველაფერზე, ამის გამო აწარმოებენ ძალიან ბინძურ ცილისწამებას და კამპანიას, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მობრძანდნენ კომიტეტზე, დასვან შეკითხვები და ამ შეკითხვებზე მიიღონ პასუხები," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან.
"ჩვენი ოპონენტები "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ვერ მალავენ გაღიზიანებას და აგრესიას ბატონი ირაკლის მიმართ, ეს გასაგებიც არის, რადგანაც სწორედ ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სისტემური დანაშაულის გამოძიება და გახსნა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო ჩადენილი.
ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ორ საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე ხვალ უნდა ეყაროს.