პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე სიმბოლურად კიდევ რამდენიმე ბოტასი ჩამოკიდეს და განაცხადეს, რომ ეს სისტემის სიმბოლოა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანამდებობაზე შოთაძის დაბრუნებით პროკურატურის სრული უზურპირება მოხდება, რადგან შოთაძე აქამდეც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა.
პროტესტის ამ ფორმით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას და იურიდიულ კომიტეტზე მის მოსმენას აპროტესტებენ.