18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მმართველმა გუნდმა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლო.

თალაკვაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს.

"ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად, როგორც 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციის ლიდერი, შემდგომ პრემიერ-მინისტრი და ახლა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. მისი ლიდერობით პოლიტიკურმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები