18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"ეს პროცესი უფრო დააზიანებს ნდობას პროკურატურის მიმართ" - ომბუდსმენი გენერალური პროკურორის დანიშვნაზე

გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრას, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

მისი თქმით, გენერალური პროკურორის არჩევნების პროცესმა საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მეტად გააქარწყლა.

"იმ ვითარებაში, როდესაც ამდენი კითხვა არსებობს პროკურატურის ეფექტურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გენერალური პროკურორის შერჩევისას, ყოფილიყო მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, თუმცა სამწუხაროდ მე, არ ვფიქრობ, რომ პროცესი როგორც წარიმართა, ბადებს საზოგადოებაში ნდობას. ეს პროცესი კიდევ უფრო დააზიანებს საზოგადოების ნდობას პროკურატურის მიმართ,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ მოხდება და მხოლოდ კენჭისყრა ჩატარდება.

დღის ამბები