18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
სოცმუშაკების პროფესიული გაერთიანება პარლამენტს მიმართავს

სოცმუშაკების პროფესიული გაერთიანება პარლამენტს მიმართავს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ უხელმძღვანელონ იმ რეფორმებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. საუბარია თანამშრომლების შემცირებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პერსონალი დამატებულიყო.

"კანონპროექტი რომელიც ითვალისწინებდა რეორგანიზაციას, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოცმუშაკების გადაყვანას ახალ სააგენტოში, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტმა და პარლამენტი იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია მოხდებოდა კადრების შემცირების გარეშე. არათუ კადრების გაზრდა, არამედ მოხდა შემცირება. შესაბამისად გვაინტერესებს პარლამენტარების დამოკიდებულება და მათგან მოველით მხარდაჭერას იმ კუთხით, რომ მათ მოითხოვონ განმარტებები სოციალური მომსახურების სააგენტოდან," - განაცხადა სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წევრმა მარიამ ბანძავამ.

დღის ამბები