18 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ვისი სურვილიც იქნება ოპოზიციური ფლანგიდან, არავისთან შეხვედრა არ არის პრობლემა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელების მომხრეა და აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველ გუნდთან შეხვედრის სურვილი ექნებათ, პრობლემა არ შეიქმნება.

მდინარაძის თქმით, აუცილებელია დიალოგი თვის ბოლომდე განახლდეს, რადგან გარდა პროპორციულის და მაჟორიტარულის შეფარდებაზე შეთანხმებისა, ბევრი ტექნიკური საკითხიც იქნება მოსაგვარებელი.

"ვისი სურვილიც იქნება ოპოზიციური ფლანგიდან, არავისთან შეხვედრა არ არის პრობლემა. დიალოგის მაგიდასთან ისინი ასე კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, შეიძლება მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკიც. ათასგვარი ვერსია გახმოვანდა, თუ არ ვცდები "სოციალ-დემოკრატებმა" ასეთი ვერსიაც გაახმოვანეს - 115/35-ზე. იქ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხიც არის ამასობაში, ეს გეოგრაფიულადაც უნდა დალაგდეს სწორად, მარტივი სალაპარაკო არ არის, თებერვლის ბოლომდე ჩვენ ამ საკითხებზე უნდა დავიწყოთ მინიმუმ ლაპარაკი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები