"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მისი პარტია მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრას არ აპირებს. კოჟორიძე ოპოზიციის ცალკეული წევრებისა და ოცნების წარმომადგენლების შეხვედრას არაპროდუქტიულად მიიჩნევს:
"პარტიას "ლელო საქართველოსთვის", ყველას ამ პარტიაში მიაჩნია, რომ არსებობს საკონსულტაციო ფორმატი და თუ რამეზე საუბრის რესურსი კიდევ არის დარჩენილი, სწორედ ეს ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული. ინდივიდუალური შეხვედრები იქნება არაპროდუქტიული, შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ ჩვენ ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ ვაპირებთ," - აღნიშნა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძის თქმით, თუ მმართველი გუნდი დათანხმდება საარჩევნო სისტემის რეალურ ცვლილებას, ოპოზიცია მიუხედავად ყველაფრისა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს:
"ოპოზიციას ნათქვამი აქვს თავისი პოზიცია ამასტან დაკავშირებით, თუ ქართული ოცნება დანიშნავს შეხვედრას ამ ფორმატში და იტყვის რომ ჩვენ თანახმა ვართ ამაზე,მე ვფიქრობ რომ ოპოზიცია ამაში შეხვედრას მიიღებს მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ საქართველოს ქონდეს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა," - განაცხადა კოჟორიძემ.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი