18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
შეთანხმების მიღწევის სურვილი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პარტიას არ აქვს - კახა კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება.

ამის შესახებ კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრების შესახებ საუბრისას განაცხადა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევის სურვილი მხოლოდ კონკრეტულ ერთ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ:

"ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას ერთად, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ რისი მზაობაც მათ აქვთ. კონკრეტულ ერთ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა აუცილებლად მოხდება შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით," - განაცხადა კახა კალაძემ.

 ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები