ექსპერტთა მიმართვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - საინიციატივო ჯგუფი დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მხარდაჭერას თხოვს.
პეტიციაში, ასევე, საუბარია, მხარდაჭერაზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საერთშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ეს მოლოდინი და ამიტომ მივმართვსთ მათ. პეტიციას ხელი უკვე ბევრმა ადამიანმა მოაწერა, მაგრამ უახლოეს დღებში ღია იქნება რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს,"-აცხადებს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე, გია ნოდია.