18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი" - ნუკრი ქანთარია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და მის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს. 

"ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი. თუ რომელიმე პარტია დაიკიდებს სიმბოლურად კედელზე, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი, ეს ყველაფერი არის ბლეფი. იმიტომ, რომ "ორი გვამის" პატრონი მობრუნდეს პოლიტიკაში ისე აქტიურად, რომ მან ეს მუქარა თუ დანაქადნევი შეასრულოს, ან თუნდაც ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს ამას, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დღის ამბები