"ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა" – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.
"წესების შეცვლისა და ოპოზიციის დევნის გზით, მიმდინარე წლის არჩევნებში ყველაფრის ფასად გამარჯვება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აისახება", - წერს ევროპის სახალხო პარტიის წევრი.
ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.