პოლიტიკური გაერთიანების "ლელო - საქართველოსთვის" მორიგი ოფისი ვაკეში გაიხსნა. პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებლებმა ვაკის ოფისის ხელმძღვანელი გია ნიშნიანიძე წარადგინეს და იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას.
მამუკა ხაზარაძემ თბილისში არსებულ ქაოტურ მშენებლობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "ლელოს" პრიორიტეტი ცხოვრების წესის და არა "კვადრატული მეტრების" შექმნა იქნება.
"ვაკე ყოველთვის იყო გამორჩეული ელექტორატის თვალსაზრისით, თუმცა ის რაც ვაკეს დაემართა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ეს არის ურბანული სტრუქტურის მოშლა, რომელიც იყო ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ისტორიულად. სამწუხაროდ არა მარტო ვაკეში არამედ სრულიად თბილისში კვადრატულმა მეტრობამ და კვადრატულ მეტრებზე გამოკიდებამ და მშენებლობამ დაანგრია ის ტრადიციული ცხოვრების წესი. ამიტომ ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ცხოვრების წესი და არა კვადრატული მეტრები,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.