18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
რუსეთი მზადაა კიებრთავდასხმის საკითხზე დიალოგი აწარმოოს - ГРУ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას აშშ-ში რუსეთის საელჩო ეხმაურება

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც განცხადებაში წერია, აუცილებელია, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას თან ახლდეს მტკიცებულებები.

"სამწუხაროა, რომ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც ოდესღაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბულვარული ჟურნალების მეთოდებს. მათთვის მთავარი სენსაციაა,"- ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ამავე ცნობით, რუსეთი მზადაა აქტუალურ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოოს.

დღის ამბები