18 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
რუსეთის მიმართ "ქართული ოცნების" მორცხვი კრიტიკა განპირობებული იმით, რომ შენიღბონ პრორუსული ორიენტაცია - რომან გოცორიძე

"ჭიაყელას" სახელით ცნობილი ГРУ-ს ქვედანაყოფი საქართველოს წინააღმდეგ - 4 თვის წინანდელი ​კიბერთავდასხმა კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მასშტაბური თავდასხმის უკან რუსეთი დგას, თუმცა ოპოზიციას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის ლიდერების ტონი საკმარისად მწვავე არ არის.

"რუსეთის მიმართ "ქართული ოცნების" მორცხვი კრიტიკა განპირობებული იმით, რომ შენიღბონ აშკარა პრორუსი ორიენტაცია. რუსეთმა ამით დაგვცინა, იმ ფორმით გააკეთეს ეს, რომ უსუსურობაში ამხილეს საქართველოს ხელისუფლება და ამავდროულად მოსინჯა, თუ როგორ შეიძლება ამ სისტემის გარღვევა და აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტარული იყო," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებას, მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და რამხელა ძალა გაგვაჩნია ერთად, როდესაც ვებრძვით ერთ-ერთ სერიოზულ კიბერ-შეტევას.

"პოლიტიკური მხრიდან, თუ შევაფასებთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და რამხელა ძალა გაგვაჩნია ერთად, როდესაც ვებრძვით ერთ-ერთ სერიოზულ კიბერშეტევას. პრევენცია ყოველთვის საჭიროა და გაცილებით უფრო ინტენსიური, ვიდრე ეს ადრე სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

რუსული კიბერშეტევის სამიზნე გასული წლის 28 ოქტომბერს მინიმუმ 15 ათასი ვებგვერდი და სხვადასხვა მედია ორგანიზაცია აღმოჩნდა.

დღის ამბები