მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა. ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქართველი სამხედროები მაზარი-შარიფში ბაზა "მარმალზე", გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.ქართველებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ.
მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, მეორე ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.