თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონმა სიტუაციაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონეზე გაიმართა.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფის შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და სამხედროებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს სრულად გაართვეს თავი.
სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღებული საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.