"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა ფრთამ, რუსთაველის მეტროსთან აქცია-პერფომანსი გამართა სახელწოდებით "ნუ დაემსგავსები ბრეჟნევს". აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს და 4 აპრილის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
"ქვეყანა ნელნელა ბრუნდება საბჭოთა კავშირში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როდესაც ვხედავთ ოპოზიური ლიდერების და აქტივისტების უკანონო დაპატიმრებას, ასევე კრიტიკული ტელევიზიების შევიწროებას. საქართველოს მოსახლეობა გვინდა მოვიწვიოთ 4 აპრილის აქციაზე, რაც არის ერთიანი ოპოზიციური აქცია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრმა ვახო დავითაშვილმა.