საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევის ავტორი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ქვედანაყოფი, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფიგურირებს.
გუშინ ამერიკულმა მედიამ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას ისევ გეგმავს.
ამერიკის არჩევნებს არ გაეკაროთ - ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა მოსკოვს. ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორმა ვლადიმერ პუტინს ავტოკრატიული ბოროტმოქმედი უწოდა და რუსეთის ხელისუფლება ამერიკის ერთიანობის დასარღვევად ინტერნეტ პროპაგანდის გამოყენებაში დაადანაშაულა.