უმრავლესობის წევრების განცხადებით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება და რაც უფრო მეტი დრო გადის, მოლაპარაკების შანსი მცირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება.
"რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი, ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, რადგან რამდენიმე დღე დარჩა, მე ვფიქრობ, ისინი ბოლოს პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევიან და მოლაპარაკებებში შემოვლენ. მოლაპარაკებებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.