18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ჩამოვა თუ არა ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია თბილისში - ევროსაბჭოს მინისტერიალის გამართვის ადგილი დღის ბოლომდე უნდა გაირკვეს

დღეს გაირკვევა, უნდა ელოდოს თუ არა თბილისი ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას და მათ შორის, იმ რუს მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ქვეყნის ოკუპაციის კანონი არაერთხელ აქვთ დარღვეული. დღის განმავლობაში სტრასბურგში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ თემის ირგვლივ ერთგვარი აჟიოტაჟის ატეხვა არ არის მიზანშეწონილი და ის, ქვეყნის ინტერესებში არ შედის.  

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ, როგორც პრეზიდენტმა, სახელმწიფომ, საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს კანონმდებლობა.

"ზედმეტად ამ თემის გაბუქვა მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი, არ არის საჭირო და არ არის ჩვენს ინტერესებში. რანაირად უნდა ჩატარდეს ეს შეხვედრა, თუ იგი თბილისში გაიმართება, რუსეთის დელეგაციასთან მიმართებაში, ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვთქვით, რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ამ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორმა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კანონმდებლობა. ადრეც ყოფილა ასეთი ამოცანები ჩვენს წინაშე და ნორმალურად ჩატარებულა ყველაფერი,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.   

დღის ამბები