მოძრაობამ "შეცვალეს" პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა გია ვოლსკის ვიცე-სპიკერობა გააპროტესტეს და მას სიმბოლურად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს.
"გიორგი ვოლსკი არის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ამავდროულად იყო "ცეკას" ინსტრუქტორი. მას სიმბოლურად მოვუტანეთ საბჭოთა კავშირის პასპორტი მისი სურათით," - ამბობს აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა.
"ეს ადამიანი რატომღაც აპროტესტებს და უკვირს პერფომანსი პარლამენტში, რომელიც დადგა პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა და ჩართო საბჭოთ ჰიმნი. ის ხმას არ იღებს როგორ იქცევა რუსეთი საქართველოსთნ მიმართებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკრულ კომენტარებს აკეთებს ხოლმე, რაც კიდევ ერხთელ მიანიშნებს, რომ დღეს საქართელოს ხელისუფლებაში ჰყავს "რუსული ოცნება", ვიდრე "ქართული ოცნება,"- აცხადებს ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალე" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.