მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შშმ პირებთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აკრიტიკებს.
ორგანიზაციის მტკიცებით, ცვლილება ზედაპირულია და მას მხოლოდ დეკლარაციული ფორმა აქვს, რაც რეალურად ქვეყანაში შშმ პირების მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის" მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების კონკრეტული ვალდებულებები ამ დრომდე, არც ერთ კანონში გაწერილი არ არის.